Accentnews.ge
ომბუდსმენი: მთიან ყარაბაღში შიმშილობით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

ომბუდსმენი: მთიან ყარაბაღში შიმშილობით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

16/08/2023 09:14:32 კავკასია

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში შიმშილით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა,– ამის შესახებ ყარაბაღის ომბუდსმენი იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, 40 წლის კაცი გარდაიცვალა ქრონიკული შიმშილობის შედეგად.

„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კ. ოვანნსიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა: ალიმენტური დისტროფია ( ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების უკმარისობით გამოწვეული დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი დაუძლურებით, ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფიითა და მათი ფუნქციის დარღვევით), კახექსია, ცილოვან-ენერგეტიკული არასწორი კვება, კვაშიორკორი (კვებითი აშლილობის სპეციფიკური მძიმე ტიპი, რომელიც ვითარდება საკვებში ცილების არასაკმარისი შემცველობით, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს რთული საცხოვრებელი პირობები, ცხოვრების დაბალი დონე), ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია კრუპოზული ელემენტის უპირატესობით მარჯვნივ, ფილტვის შეშუპება, შერეული მეტაბოლიზმი, ჰიპოქსიური ენცეფალოპათია, შინაგანი ორგანოების-თირკმელების დისტროფია, ანემია, სეპტიური მდგომარეობა, მარჯვენა მხარის ჰიდროთორაქსი, ქრონიკული არასრულფასოვანი კვება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ბლოკადით გამოწვეული საკვების დეფიციტი, შედეგად, ადამიანების არასრულფასოვანი კვება და შიმშილის საფრთხე, საჭირო მედიკამენტების ნაკლებობა და ჯანდაცვის სისტემის სრული ფუნქციონირების შეუძლებლობა პირდაპირ და უდავო საფრთხეს უქმნის მთიანი ყარაბაღის 120 000 მოსახლეს.

„აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის რვათვიანი ბლოკადის კატასტროფული შედეგები მეტად შესამჩნევი და ხელშესახებია ჯანდაცვის სექტორში, რაც უპირველეს ყოვლისა, გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე – ბავშვების, ორსული ქალების, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების, შშმ პირების, მოხუცების ჯანმრთელობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღი რვა თვეა, ბლოკადაშია. როგორც იუწყებიან, თითქმის ორი თვეა, მთიან ყარაბაღში არ შესულა არც ერთი გრამი საკვები, მედიკამენტი და აუცილებელი პროდუქტი. სომხეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი განუსაზღვრელი ვადით გაჩერდა ხაკარის ხიდთან, გადაკეტილი ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან. მაღაზიები ცარიელია, აქტიურობა მხოლოდ პურის გრძელ რიგებში შეიმჩნევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S