Accentnews.ge
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, ალტერნატივა გააჩნდეს

მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, ალტერნატივა გააჩნდეს

16/08/2023 10:28:06 პოლიტიკა

საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, უბრალოდ, ალტერნატივა გააჩნდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მხედველობაშია მისაღები ყველას მხრიდან, რომ საქართველო ვერცერთი პირობით ვერ შეეგუება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას.

„ამიტომ ნებისმიერი გამოსავლის ძიებისას ყველას მხედველობაში აქვს მისაღები, რომ, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ვერასდროს საქართველო ვერ შეუერთდება ვერცერთი დათქმით, ვერცერთი პირობით თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. სავარაუდოდ, იგივე დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხალხს. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწევს ამის მხედველობაში მიღება, ვინც ისაუბრებს საქართველოს ან უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის ზუსტად სირთულე, თუმცა გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის შემოთავაზებების გაკეთება, თუ ჩავთვლით ამას შემოთავაზებად, არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა სტიან იენსენმა ნორვეგიულ გამოცემა VG-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. თავად ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, როგორც ნორვეგიული გამოცემა აღნიშნავს, არაერთხელ თქვა, რომ ოკუპაციის დასრულების შესახებ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს.

ტერიტორიული დათმობის შესახებ ნატო–ს გენმდივნის ოფისის დირექტორის განცხადებას კიევმა მკაცრად უპასუხა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "სრულიად მიუღებელი" უწოდა გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე საუბარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S