
ერდოღანი – მაკრონს: "გადაამოწმე, შენი ტვინი ხომ არ მოკვდა"
29/11/2019 16:11:46 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფრანგ კოლეგას ურჩევს, "გადაამოწმოს, მისი ტვინი ხომ არ მოკვდა".
„მარკონი ამბობს, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის. მე მივმართავ ბატონ მაკრონს თურქეთიდან და ამას ვიტყვი ნატო-შიც: თავდაპირველად უნდა გადაამოწმო, შენი ტვინი ხომ არ მოკვდა“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ პარიზში. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერდოღანის გამონათქვამი „შეურაცხმყოფელია“ და ამის გამო თურქეთის ელჩს ახსნა განმარტებებისთვის დაიბარებენ.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "ნატო–ს ტვინი მკვდარია". მისი განცხადება ნატო–სს წევრი ქვეყნების რიგი ლიდერების გარდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმაც დაგმო. „ნატო–ს ტვინი მკვდარი არ არის. ევროპული ერთიანობა ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ვერ ჩაანაცვლეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ 3-4 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს ლიდერების სამიტია დაგეგმილი, რომელიც ალიანსის 70-ე იუბილეს ეძღვნება.