Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: ჩვენი მხარდაჭერით ქართველი ადვოკატებისთვის უისკონსინის შტატში სასწავლო ტური მოეწყო

აშშ-ის საელჩო: ჩვენი მხარდაჭერით ქართველი ადვოკატებისთვის უისკონსინის შტატში სასწავლო ტური მოეწყო

16/08/2023 13:37:59 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, დიპლომატიური უწყების მხარდაჭერით ქართველი ადვოკატებისთვის უისკონსინის შტატში სასწავლო ტური მოეწყო.

"საქართველოში მართლმსაჯულებისა და დაცვის ხელმისაწვდომობის გაძლიერებისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორებთან. ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესიულ განვითარებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზეა მიმართული. ახლახან დავასრულეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სასწავლო ტური უისკონსინის შტატში, სადაც ქართველი ადვოკატები სემინარებსა და სასამართლო პროცესებს დაესწრნენ.

სასწავლო ტური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით განხორციელდა", ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S