Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა, რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!

ანა ნაცვლიშვილი: უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა, რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!

16/08/2023 13:47:33 პოლიტიკა

"მშვენიერია! უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ - ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა - რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!", - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნაცვლიშვილის თქმით, მორიგი „რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე ამ კონცერტზე წასვლა-არწასვლასა და სხვა საკითხებზე და სრულად მესმის კრიტიკის პათოსი, თუმცა ფაქტია, რომ მორიგი რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა, ესა ძალიან მნიშვნელოვანია!

მადლობა თითოეულს ვინც ყური არ დაიხშეთ და დუმილი არ აირჩიეთ!!!

ახლა დავუბრუნდეთ იმ რეალობას, რომ -რუსეთი გამალებულ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ტალახში ვეძებთ გარდაცვლილ თანამემამულეებს. გვაქვს სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი ისეთ ვითარებებში, სადაც ნორმალურ ქვეყნებში ადამიანები არ იღუპებიან! ( სტიქიური უბედურების დროსაც კი გაცილებით ნაკლებია ან საერთოდ არ არის, აღარაფერს ვამბობ წყალში სიკვდილიანობაზე და ა.შ.)

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი მისახედია!“, - წერს ნაცვლიშვილი.

15 ივნისს Black Sea Arena-ზე The Killers-ის კონცერტი რუსი დრამერის სცენაზე აყვანის გამო მსმენელის ნაწილმა დატოვა.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena მომხდარს გამოეხმურა და შემდეგი განაცხადა: „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით“.

15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე ამერიკულმა მუსიკალურმა ბენდმა, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და ქართველ აუდიტორიას ბოდიში მოუხადა.

საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S