Accentnews.ge
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა

16/08/2023 14:30:49 მსოფლიო

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა.

შტატის გუბერნატორის ჯოშ გრინის ინფორმაციით, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი უკვე გამოკვლეულია.

იგი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან, მისი თქმით, ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ზღვისპირა ქალაქი ლაჰაინა - დამწვარია 2 200 შენობა, საიდანაც უმეტესობა საცხოვრებელი სახლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S