Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე – The Killers-ზე: ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება ხელოვნურია, პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ

ირაკლი კობახიძე – The Killers-ზე: ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება ხელოვნურია, პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ

16/08/2023 15:37:10 პოლიტიკა

პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, - ასე გამოეხმუარა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე მომხდარს.

კობახიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, მას ამის რწმენის საფუძველს აძლევს წარსულის შემთხვევები.

„როგორც ჩანს ის [რუსი დრამერი] ერთ-ერთი მაყურებელი იყო. ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა სცენაზე მოიხმო. არ ვიცი, აქ რა შეიძლება, გაკეთდეს. ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს იყო შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“, ვითომ მთავარი ანტირუსული პარტიის ყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსულ ენაზე შესრულდა „თბილისო“ და მაშინ არავინ აღელვებულა, არც ერთი ადამიანი. დღეს, როდესაც ვხედავთ ასეთ აღელვებას, რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნურობის მთავარი ნიშნები. ასევე, ელენე ხოშტარია, პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში მილიონობით რუსულ რუბლს იღებს რუსტის ბიუჯეტიდან. ამაზეც არავინ ღელავს. გიორგი ვაშაძე თავის ბინას რუს მდგმურზე აქირავებს (აქირავებდა, აქირავებს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქირავებდა). ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ, მე მაქვს უფლება მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში არის ხელოვნური. რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადამიანი შეიძლება, გულწრფელად აღელდა. რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20%-ი აქვს ოკუპირებული და მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ადამიანებს , რომლებსაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ. მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური. ამის რწმენას მაძლევს წარსულის შემთხვევები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ აქციაზე რუსულად ჟღერდება „თბილისო“ და ამასთან დაკავშირებით, არც ერთი ადამიანი არ ღელავს“,- განაცხადა კობახიძემ.

15 ივნისს Black Sea Arena-ზე The Killers-ის კონცერტი რუსი დრამერის სცენაზე აყვანის გამო მსმენელის ნაწილმა დატოვა.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena მომხდარს გამოეხმურა და შემდეგი განაცხადა: „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით“.

15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე ამერიკულმა მუსიკალურმა ბენდმა, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და ქართველ აუდიტორიას ბოდიში მოუხადა.

საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S