
ლონდონის ცენტრში ტერაქტის შედეგად ორი მოქალაქე დაიღუპა
29/11/2019 18:46:54 სხვა, მსოფლიო
ლონდონის ცენტრში ტერაქტის შედეგად ორი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთა შესახებ ცნობა სქოთლანდ-იარდმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
მანამდე ლონდონის პოლიცია მხოლოდ რამდენიმე დაშავებულის შესახებ იუწყებოდა და მომხდარს ტერაქტის პირველად კვალიფიკაციას აძლევდა, თუმცა იქვე დასძენდა, რომ განიხილავდა სხვა ვერსიებსაც.
დანით შეიარაღებული თავდამსხმელი მამაკაცი სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევის ადგილზე მოკლეს.