Accentnews.ge
აფრიკაში, კაბო-ვერდეს სანაპიროსთან სავარაუდოდ, 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

აფრიკაში, კაბო-ვერდეს სანაპიროსთან სავარაუდოდ, 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

17/08/2023 06:14:12 მსოფლიო

დასავლეთ აფრიკაში, კაბო-ვერდეს სანაპიროსთან მიგრანტების ნავი იპოვეს და ვარაუდობენ, რომ დაღუპულია 60-ზე მეტი მიგრანტი, - იუწყება BBC.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, გადაარჩინეს. გემზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი, რომელიც ზღვაზე ერთ თვეზე დიდხანს იმყოფებოდა, სავარაუდოდ, სენეგალიდან იყო.

ნავი ესპანურმა თევზსაჭერმა გემმა აღმოაჩინა. სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემმა ქვეყანა 10 ივლისს დატოვა და ბორტზე 101 მგზავრი იმყოფებოდა.

კაბო-ვერდე დასავლეთ აფრიკის სანაპიროდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს და მას მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოსახვედრ გზად ხშირად იყენებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S