Accentnews.ge
"იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე"

"იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე"

30/11/2019 07:04:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ. 

"„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, მხარეებს დიალოგისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობების და გადაწყვეტილებების მოძებნის საშუალება და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა. მოხარულები ვართ, რომ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილნი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც მხარეებს გაუზიარებენ საკუთარ რჩევებს და საექსპერტო ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, აქ იმყოფებიან ევროკავშირის და გერმანიის ელჩები. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე და გამოავლენენ ევროინტეგრაციისკენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებას", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის: სასტუმრო "ბილტმორში" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" განიხილავენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრება. 

იხილეთ ასევე: ხელისუფლების საარჩევნო ვნებანი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S