
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა
17/08/2023 10:00:57 სამართალი
გურჯაანში, სოფელ ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაღუპულია დედა, მამა და მათი 4 წლის ბავშვი. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი ჰოსპიტალიზებულია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.