Accentnews.ge
ბათუმის ნაგავსაყრელი BBC-ს ობიექტივში მოხვდა

ბათუმის ნაგავსაყრელი BBC-ს ობიექტივში მოხვდა

30/11/2019 04:04:31 სხვა, საზოგადოება

BBC-მ შავ ზღვაში დაბიძნურების კუთხით არსებულ ვითარებაზე რეპორტაჟი მოამზადა, რომელშიც ბათუმის ნაგავსაყრელზეც არის საუბარი.

"ევროპის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ზღვა, რომელიც ათწლეულების მანძილზე რეგიონის ნაგავსაყრელის ფუნქციას ასრულებდა. ეს პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. შავი ზღა ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ზღვაა. შეიძლება მისი გადარჩენა? რა თქმა უნდა, ამის იმედი არსებობს", – იუწყება გამოცემა. 

ბრიტანელი ჟურნალისტი იონა ფიშერი, რომელმაც ბათუმის ნაგავსაყრელი დაათვალიერა, აცხადებს, რომ იქაურობა "ამაზრზენად" გამოიყურება.  

"აქ ნახავთ ცხოველებს, ფრინველებს და ადამიანებსაც კი, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს უზარმაზარი ნაგავსაყრელი შავი ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 300-400 მეტრის დაშორებით მდებარეობს და მდინარის გავლით ეს ნაგავი ზღვაში ჩადის. შავ ზღვას ძირითადად მინარეებიდან ჩატანილი ნაგავი აბინძურებს", – აცხადებს ფიშერი. 

გამოცემის ცნობით, შავი ზღვის მთავარი დამაბინძურებელი მდინარეები  დნეპრი, დნესტრი და დუნაია.  

როგორც გამოცემასთან  EMBLAS-Plus-ის (შავი ზღვის მონიტორინგის) წარმომადგენელი იაროსლავ სლობოდნიკი აცხადებს, “შავი ზღვის ყოველი კვადრატული მეტრის დაბინძურების ხარისხი ორჯერ მეტია ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების ხარისხთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შავ ზღვაში ევროპის ზღვებს შორის ყველაზე უარესი სიტუაციაა დაბინძურების თვალსაზრისით”.

შავი ზღვის ქიმიკატებით დაბინძურებაზე საუბრობს სლოვაკეთის გარემოს დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი პიტერ ოსვალდი: 

„საგანგაშოა, რომ შავი ზღვის სინჯებმა აჩვენა წყალში ქიმიკატების მაღალი კონცენტრაციაც, რაც თითქოს მოულოდნელია ნაპირიდან 400 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ ასეა. ხალხი ფიქრობს, რომ ეს მათ არ ეხება და სადღაც შორს, ზღვაშია დაბინძურება, მაგრამ იგივე ქიმიკატებს ვხვდებით შავ ზღვაში მობინადრე თევზებსა და ზღვის სხვა არსებებში, რასაც რესტორანში მივირთმევთ“. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S