Accentnews.ge
დღეს საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა

18/08/2023 05:01:04 თავდაცვა

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. იგი დღეს 39 წლის გახდებოდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.

მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.

სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S