
მარტვილის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა
18/08/2023 07:14:25 სამართალი
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.