
ჰავაის კუნძულ მაუის საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გაამართლა ხანძრის დროს გამაფრთხილებელი სისტემის არჩართვა
18/08/2023 09:12:50 მსოფლიო
ჰავაის კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ჰერმან ანდაიამ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გაამართლა ხანძრის დროს გამაფრთხილებელი სისტემის არჩართვა, – იუწყება BBC.
ჰერმან ანდაიამ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა გამოცემის ცნობით, მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.
როგორც BBC იტყობინება, მაუის კუნძულზე მუშაობს სასიგნალო სისტემა, რომელიც ცუნამის შემთხვევებისთვის დამონტაჟდა და მოიცავს 80 სირენას, 8 აგვისტოს ხანძრის გაჩენისას, არ ჩაურთავთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიისას, მაშინ, როდესაც გაითიშა ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი, სირენები ბევრ ადამიანს გადაარჩენდა.
"სირენები უნდა ჩართულიყო. ეს გააფრთხილებდა, სულ მცირე, იმ ადამიანებს, რომლებიც სახლებში იყვნენ. სამუშაო საათები დასრულებული იყო, სკოლის საატები დასრულებული იყო. სახლში მყოფ ხალხს სირენა გააფრთხილებდა", აცხადებს გამოცემასთან საუბრისას 20 წლის შერლინ პედროზა.
ამ დრომდე არსებული ცნობებით, ჰავაიზე დაღუპულია, სულ მცირე, 111 ადამიანი, 1000-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.