მირიამ ლექსმანი: მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საზღვარგარეთ გავლის საშუალება უნდა მიეცეს
18/08/2023 11:26:10 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საზღვარგარეთ გავლის საშუალება უნდა მიეცეს.
"მტკიცედ ვეთანხმები ჩემს მეგობარს და კოლეგას, ანა ფოტიგას. ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა განაგრძოს", - აცხადებს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, დამოუკიდებელი ექიმების ბოლო ვიზიტმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
"დიდად სამწუხაროა, ასეთი დასკვნების მოსმენა. კიდევ ერთხელ ვამბობ: არსებობს ბევრი მიზეზი და გზა ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სანამ ძალიან გვიანი არ არის, მათ შორის ისეთები, რომლებიც ჰუმანიტარულ საფუძვლებს ეყრდნობა”, - აღნიშნა ფოტიგამ.


