
ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან დაკავშირებული საფრთხე განიხილეს
02/12/2019 05:24:17 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ლიდერებმა ირანიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.