
პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
24/05/2019 12:13:15 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალბატონი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.