21-08-2023 12:32:28 მსოფლიო
უკრაინის ჯარებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაათავისუფლეს სამი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მიიწევენ წინ.
„და ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ბახმუტის გარშემო გათავისუფლებულ 43 კვ. კმ–ზე,”- შეაჯამა მალიარმა.
ბახმუტის მიმართულება რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ფრონტის ხაზზე. 21 აგვისტოს დილის მოხსენებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ გასული დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით რუსეთის ჯარებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს დონეცკის ოლქის კურდიუმოვკას რაიონში.