Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს

21/08/2023 12:08:07 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, რომელსაც ამ თანამდებობაზე საქმიანობის ვადა ეწურება.

"მავნებელი ხართ, ქალბატონო ყოფილო ელჩო. მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ აქ არა პარტიის წარმომადგენელი იყავით, არამედ სახელმწიფოსი. [...] ვწუხვარ ძალიან, მაგრამ თქვენ როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენი საქმიანობით გაზარდეთ პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში. თქვენ იყავით, ალბათ, ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო და სამჯერ, ოთხჯერ ჩვენ ეს ჩავახრჩვეთ [სტილი დაცულია]. რადგან საქართველოს ინტერესებში და მისი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს არ შედიოდა ქაოსი და არეულობა, არც მეორე ფრონტის გახსნა. [...] მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ასე რომ, Goodbye my darling [ნახვამდის ჩემო ძვირფასო]“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S