
ხაზარაძემ ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით ბილეთი უყიდა
02/12/2019 08:16:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტის" ბილეთი უყიდა.
"ეს არ არის 35 ევროს ღირებულების ბილეთი. ეს არის ბიზნესკლასი იმიტომ, რომ შეჩვეულია ის კარგ ცხოვრებას. ამ ბილეთით მას შეუძლია, დატოვოს ჩვენი ქვეყანა და ამის შემდეგ ქვეყანა დაადგება ნორმალური განვითრების გზას", — განაცხადა ხაარაძემ.