Accentnews.ge
თავდასხმის შემდეგ რუსეთს ნოვგოროდიდან სტრატეგიული ბომბდამშენების ევაკუაცია მოუწია

თავდასხმის შემდეგ რუსეთს ნოვგოროდიდან სტრატეგიული ბომბდამშენების ევაკუაცია მოუწია

22/08/2023 10:31:33 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყველა თვითმფრინავის ევაკუაცია მოახდინა ნოვგოროდის მახლობლად მდებარე აეროდრომიდან, სადაც 19 აგვისტოს დრონებით შეტევის შედეგად სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3 განადგურდა,– ამაზე მეტყველებს International Institute for Strategic Studies–ის სამხედრო ანალიტიკოსის ჯოზეფ დემპსის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები.

კერძოდ, ნოვგოროდის რეგიონში, "სოლცის" ბაზაზე, სადაც 40-ე საავიაციო პოლკია ბაზირებული, სულ მცირე ექვსი ბირთვული ბომბდამშენი იყო, მაგრამ 21 აგვისტოს მდგომარეობით, არც ერთი.

ფოტოზე ასევე ჩანს ხანძრის მიერ ერთ–ერთ ავტოსადგომზე დატოვებული შავი კვალი, რაც სავარაუდოდ ადასტურებს Tu-22M3-ის დაკარგვას.

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა წინა დღეს განაცხადა, რომ აეროდრომზე თავდასხმა ხომალდების საბრძოლო მისიისთვის მომზადების დროს მოხდა: ამას მოწმობდა ეკიპაჟის კიბის არსებობა და კაშკაშა აფეთქება, რაც მიუთითებდა საწვავის ავზის შევსებაზე.

იუსოვმა ასევე დაადასტურა უკრაინის პასუხისმგებლობა სხვა სტრატეგიულ ავიაბაზაზე, "შაიკოვკას" აეროდრომზე 21 აგვისტოს განხორციელებული შეტევა.

ეს იყო დივერსია, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის ტერიტორიიდან იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ასრულებდნენ დავალებებს უკრაინის დაზვერვასთან „მკაფიო კოორდინაციით“. ”ისინი ჩამოვიდნენ ცენტრალური რუსეთიდან, იმუშავეს და წარმატებით დაბრუნდნენ”, - თქვა იუსოვმა.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ნოვგოროდის რეგიონში მდებარე ავიაბაზაზე დრონებით იერიში არის მესამე წარმატებული თავდასხმა ფრონტის ხაზიდან შორ მანძილზე არსებულ რუსულ აეროდრომებზე, "რაც კვლავ აჩენს ეჭვებს რუსეთის უნარზე, დაიცვას სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის სიღრმეში".

„2023 წლის 19 აგვისტოს რუსეთის შორეული ავიაციის Tu-22M3–ის ბომბდამშენი (BACKFIRE - ნატოს კლასიფიკაციით) სავარაუდოდ განადგურდა რუსეთის ნოვგოროდის რეგიონის "სოლცის" ავიაბაზაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 650 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა კუპტერის ტიპის ლეტალური უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა. თუ ეს სიმართლეა, დამატებითი მტკიცებულებაცაა იმისა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით ზოგიერთი თავდასხმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა რუსეთისვე ტერიტორიიდან: ნაკლებად სავარაუდოა, რომ კუპტერის ტიპის დრონებს რუსეთის საზღვრებს მიღმიდან მიეღწიათ "სოლცის" ავიაბაზამდე",– ვკითხულობთ ანგარიშში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთი ხშირად იყენებდა BACKFIRE ბომბდამშენებს უკრაინაში "საეჭვოდ არაზუსტი" მძიმე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების (AS-4 KITCHEN - ნატოს კლასიფიკაციის მიხედვით) Kh-22 გასაშვებად.

19 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა "სოლცის" სამხედრო აეროდრომზე თავდასხმის შესახებ. უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ჩამოაგდეს დრონი, თვითმფრინავის სადგომზე ხანძარი გაჩნდა და „დაზიანდა ერთი თვითმფრინავი“.

მანამდე, 2022 წლის დეკემბერში დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის სიღრმეში, სტრატეგიულ საჰაერო ბაზებზე ენგელსსა და რიაზანის რეგიონებში.

ბოლო დროს უპილოტო საფრენი აპარატები ყოველდღიურად უტევენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის მოსკოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S