Accentnews.ge
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა

22/08/2023 12:00:02 პოლიტიკა

ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი ერევანს, თბილისსა და ბაქოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბელგიელი დიპლომატი აღიშნავს, ვიზიტის მიზანია სამხრეთ კავკაიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა.

„მივემართები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიან მოგზაურობაში, რომელიც დატვირთულია მნიშვნელოვანი შეხვედრებით. მიზანია ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და ჩვენი გამაერთიანებელი კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა“, – წერს ჰაჯა ლაჰიბი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S