
ჩინეთმა აშშ–ს სანქციები დაუწესა
02/12/2019 10:22:03 სხვა, მსოფლიო
ჩინეთმა აშშ–ისა და ამერიკაში ცენტრალური ოფისების მქონე რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებს წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტავენ, ეს არის რეაქცია ვაშინგტონის მხრიდან „უპასუხისმგებლო ქცევასა“ და ჰონკონგის მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაზე. სავარაუდოდ, იგულისხმება ამ დღეებში აშშ–ის მიერ ჰონკონგში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის შესახებ მიღებული კანონი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი, ისე ჩინელი ოფიაციალური პირების მიმართ სანქციების შემოღებას ადამიანი უფლებების დარღვევის გამო. გარდა ამისა, ამერიკა ჰონკონგში იმ საპოლიციო აღჭურვილობისა და ტექნიკის ექსპორტი აკრძალა, რომელიც დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენება.
დღეიდან ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიერ ჰონკონგში ჩასვლაზე განაცხადების განხილვა შეაჩერა. გარდა ამისა, შემოღებულია სანქციები "Human Rights Watch"–ის და "Freedom House"–ის წინააღმდეგ, რომელთაც ჩინეთის ხელისუფლება ჰონკონგში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის: კვირას ჰონკონგში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც არაერთი შეტაკება მოხდა.