
მედია: ბათუმში 2 პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მესამეს კი მანქანა დააჯახეს
22/08/2023 16:28:47 სამართალი
ბათუმში, ასათიანის ჩიხში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ერთს – ავტომანქანით დაეჯახნენ, – იუწყება ''ბათუმელები''.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოსთან მსუბუქი ავტომანქანით მივიდა, მანქანით ერთ ხელოსანს დაეჯახა, ხოლო ორი ხელოსანი დაჭრა. დაჭრილები მამა და შვილები არიან.
თვითმხილველის თქმით, კაცი, რომელიც ავტოსახელოსნოში მივიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მალევე ავტომანქანით მიიმალა.