Accentnews.ge
ირაკლი კობახიძეს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს

ირაკლი კობახიძეს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს

02/12/2019 11:08:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ სამოქალაქო აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კობახიძეს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს.   „მონა, მონა“, - ამგვარი შეძახილების ფონზე მოუხდა უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისვლა.

ირაკლი კობახიძემ "სირცხვილის დერეფანი" უკომენტაროდ გაიარა.

„ქორთიარდ მარიოტში“ იმართება რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია, სადაც საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ ეროვნული პარლამენტების როლზე მსჯელობენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „ქართული ოცნების" დეპუტატებს ყველგან მოუწყობენ მსგავს დახვედრას, სანამ ისინი არ შეასრულებენ პირობას და არ დანიშნავენ 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S