Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: სამწუხაროა, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს

ანა ნაცვლიშვილი: სამწუხაროა, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს

23/08/2023 09:07:53 პოლიტიკა

რუსეთი ორი საუკუნეა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას, ისტორიას ვერც მედვედევი და ვერც სხვები გადაწერენ და სამწუხაროა, რომ საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს, - ასე ეეხმიანება "ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

ნაცვლიშვილის თქმით, "მსგავს განცხადებებზე მყისიერი პოზიციონირებაა საჭირო საქართველოს სახელმწიფო უწყებების და ოფიციალური თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც როგორც წესი, ასეთ დროს დუმილს არჩევენ"

"პირველ რიგში ამ განცხადებას ძალიან სწრაფად და ძალიან მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდნენ ოფიციალური უწყებები და ველოდები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, ისე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებს, რადგან ასეთ ვითარებაში ჩვენ როგორც წესი ვხედავთ გაჩუმებულ "ქართულ ოცნებას", რომელიც დასავლეთის ნებისმიერ მეგობრულ და პარტნიორულ განცხადებას ამ განცხადებისგან განსხვავებით მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე. ახლა მაინტერესებს სად არის სახელმწიფო უწყებების და "ქართული ოცნების" მყისიერი პოზიციონირება ამ ყოვლად მიუღებელ განცხადებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თარიღებს, შევახსენებ რუსეთს და მის თითოეულ წარმომადგენელს, რომ რუსეთი ორი საუკუნეა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და ისტორიის გადაწერის მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წელს დაიწყო, ან 90- იან წლებში, არის რუსული პოლიტიკის ხელწერა, თუმცა, მსოფლიომ კარგად იცის ამ ისტორიის დასაწყისი და ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი საერთოდ არ იყო შექმნილი, როცა რუსეთი ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც გააუქმა კიდეც საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან ერთად. ეს არის მოცემულობა, რომელსაც მედვედევის და სხვების ვერცერთი განცხადება გადაწერს. საქართველოს აქვს არჩეული ევროატლანტიკური კურსი და ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მედვედევი იმუქრება, რომ საქართველოს 2 რეგიონს შეიერთებენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს იცავს, თუმცა, მისი თქმით, ეროვნულ დონეზე შეზღუდვები არ დააწესა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S