Accentnews.ge
კრემლი: "პუტინი და ერდოღანი „თურქულ ნაკადს“ 8 იანვარს გახსნიან"

კრემლი: "პუტინი და ერდოღანი „თურქულ ნაკადს“ 8 იანვარს გახსნიან"

02/12/2019 12:06:09 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანი „თურქული ნაკადის“ მილსადენს 8 იანვარს გახსნიან, – იუწყება კრემლი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერები სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავენ.

2018 წელს „გაზპრომმა“ „სამხრეთ ნაკადის“ ჩამანაცვლებელი პროექტის - „თურქული ნაკადის“ ახალი მარშრუტი დაამტკიცაპროექტის თანახმად, მილსადენი უკრაინის გვერდის ავლით შავ ზღვას გაივლის და გაზს მიაწვდის თურქეთს, მეორე ხაზით კი გაზი მიეწოდება სერბეთს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და ბულგარეთს.სერბეთი და ბულგარეთი რუსულ გაზს 2020 წელს მიიღებენ, უნგრეთი - 2021 წელს, სლოვაკეთი - 2022 წლის მეორე ნახევარში. 

გაზსადენის სიმძლავრე 15.75 მლრდ კუბ. მეტრი იქნება. სრულად მილსადენი 2022 წლისთვის დაიტვირთება.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S