მედია: "ყირიმის პლატფორმის" სამიტში საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას
23/08/2023 11:39:00 პოლიტიკა
უკრაინაში დღეს იხსნება ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტი. სამიტი წელს მესამედ ტარდება და შერეულ ფორტში წარიმართება. სამიტზე სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურები და ლიდერები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხეებს განიხილავენ.
კერძოდ, შეხვედრებზე განხილული იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ყირიმის ნახევარკუნძულზე ჰუმანიტარული პოლიტიკა დეოკუპაციის შემდგომ. საკვანძო საკითხი იქნება აზოვისა და შავი ზღვების რეგიონების უსაფრთხოება.
"ყირიმის პლატფორმის" სამიტის სტუმრები შეხვედრებში მონაწილებას მიიღებენ, როგორც ადგილზე ასევე ონლაინ ფორმატში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამიმისტროს ინფორმაციით, 23 აგვისტოს სამიტში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. გუშინ, 22 აგვისტოს უკრაინაში ჩავიდა უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი. უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტზე ასევე მიწველი ჰყავს ნიდერლანდის პრემიერი მარკ რუტე.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, "ყირიმის პლატფორმის" რიგით მესამე საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
სალომე ზურაბიშვილი გასული წლის აგვისტოშიც მონაწილეობდა ონლაინ ფორმატში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში.
"ყირიმის პლატფორმა" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
"ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


