Accentnews.ge
საბა ბუაძე:  კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს

საბა ბუაძე: კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს

23/08/2023 12:02:58 პოლიტიკა

"ლელოს" წევრის საბა ბუაძის ინფორმაციით, პარასკევს 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაზე სხვა პროექტებთან ერთად "ლაგუნა ვერესა" და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტებსაც განიხილავენ.

ბუაძემ თბილისის მერიასა და საკრებულოს ამ პროექტის განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართა, იქამდე, სანამ სპეციალისტები საკითხს არ შეისწავლიან.

"კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს და დღეს სხდომამდე ერთი დღით ადრე შემოიტანეს „ლაგუნა ვერეს“ და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გაყიდა და მიჰყიდა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებულ ადამიანებს. როგორც სატრანსპორტო თვალსაზრისით, ისე ურბანული თვალსაზრისით და რაც მთავარია, უსაფრთხოების თვალსაზრისით ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა აბრეშუმის ფაბრიკისა და "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე იქნება გამანადგურებელი დარტყმა თბილისისთვის, თბილისის ისტორიული იერსახისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძისთვის, რომელიც გმირთა მოედანზე მდებარეობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ტერიტორია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაიტბორა - მდინარე ვერეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კალაპოტია და აქ სპეციალისტებმა თქვეს, რომ აბსოლუტურად არანაირი მსგავსი მშენებლობის განხორციელება არ შეიძლებოდა, მაგრამ კალაძემ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილის სურვილების დასაკმაყოფილებლად და ერთობლივი დიდი კორუფციული სქემის მოსამსახურებლად, გადაწყვიტა, რომ შემოეტანა ეს პროექტი, რომელიც თავისი მოცულობით 150 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. ჩვენ მივმართავთ თბილისის მერიას და საკრებულოს, რომ გადაიდოს ამ პროექტის განხილვა იქამდე, სანამ სპეციალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ ტერიტორიის შესწავლაზე“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S