Accentnews.ge
"ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ საქართველოში ვერ იცხოვრებს"

"ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ საქართველოში ვერ იცხოვრებს"

02/12/2019 12:40:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ საქართველოში ვერ იცხოვრებს", – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთის მერიის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები აქციას მართავენ.

„​ყველანი ჩემი შვილები არიან, არავითარი გამონაკლისის გაკეთებას არ ვაპირებ ჩემი შვილობის გამო. ეს ჩვენი შვილები ამდენი უსამართლობითა და ძალადობით გამოყარეს სახლიდან. ახალგაზრდების გული ვერ ეგუება ასეთ დიქტატორულ მდგომარეობას და ვეღარ ვიჭერთ. ვერც მე ვიჭერ ჩემს შვილს და ვეღარც სხვა მშობლები იჭერენ საკუთარ შვილებს. მოვიდნენ საქართველოს დამღუპავ-დამაქცევარ ხუნდაძესთან. ფეოდალი ხუნდაძის ბანდა ახალგაზრდებს დაესხა თავს და მერე პოლიციამ დაზარალებულები დააკავა, ხოლო ის ბანდიტები და მხერდრიონელები გადამალა. ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ ისეთი ცოდვა აქვს ჩადენილი, საქართველოში ვერ იცხოვრებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მცხეთაში, "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ინციდენტი მოხდა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს. 

დაპირისპირება „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, დაშავებულია „გაბედეს“ რამდენიმე წევრი. პოლიციამ „გაბედეს“ რამდენიმე წევრი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი დააკავა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S