Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძისგან საკრებულოს სხდომაზე მისვლას და „მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას“ მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძისგან საკრებულოს სხდომაზე მისვლას და „მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას“ მოითხოვს

24/08/2023 08:36:09 პოლიტიკა

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერ კახა კალაძისგან საკრებულოს სხდომაზე მისვლას და „მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას“ მოითხოვენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრმა ანა გოგოლაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ის პროექტები წარუდგინა, რომელიც ქალაქის გენერალურ გეგმას არღვევს:

„როგორც საზოგადოებისთვის ამ დღეებში გახდა ცნობილი, თბილისის მერიამ აგვისტოში დასამტკიცებლად წარუდგინა პროექტების მთელი კასკადი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია, ვუწოდოთ ურბანულო ნაღმები. საუბარია თბილისში ჯამში 2 მლნკვადრატული მეტრის განაშენიანებაზე, რა დროსაც „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად გადაუხვია გენერალური გეგმიდან და მოახდინა აბსოლუტურად ქალაქის ინტერესების და უსაფრთხოების უგულებელყოფა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მშენებლობის უკან დგას თავად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები, რაც აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით. ამ პროექტებმა ამ დღეებში საზოგადოებაში გამოიწვია ძალიან მაღალი ვნებათაღელვა, გააჩინა კრიტიკული შეკითხვები და ძალიან მწვავე კრიტიკული პოზიციები, ვინაიდან თითოეული პროექტი შეიცავს ძალიან მაღალ რისკებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და დაკავშირებულია ადამიანების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ დედაქალაქის მერი - კახი კალაძე მაინც თვლის, რომ ამ პროექტების განხორციელება გონივრულია თბილისის განვითარების მიზნებთან, მაშინ მოვითხოვთ, რომ ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე თავად თბილისის მერი გამოცხადდეს და როგორც ამ ქალაქის, მის უსაფრთხოებაზე დასწორ განვითარებაზე პასუხისმგებელმა პირმა თავად წარადგინოს პროექტები და გასცეს ძალიან კრიტიკულ შეკითხვებს პასუხი, თავად აუხსნას მოსახლეობას ამ პროექტების სარგებლიანობის შესახებ, რაც ძალიან რთული იქნება მისთვის და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ძალიან სარისკო პროექტებისათვის მწვანე შუქის ანთებისათვის".

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენილი პროექტების უკან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებულ პირები დგანან:

„კახი კალაძე რამდენიმე დღეა იმალება, არ ჩნდება. გამომდინარე იქიდან, რომ საუბარიეხება დაახლოებით 2 მლნ კვადრატული მეტრის მშენებლობას, ქალაქის ურბანულ დამახინჯებას, ჩვენ მოვითხოვთ, რომ თავად ბატონი მერი - კახი კალაძე მობრძანდეს დაგასცეს თბილისელებს პასუხი, ეს არის თბილისელებისთვის სასარგებლო პროექტები, ეს არის ის პროექტები, რომელიც ქალაქს გახდის კიდევ უფრო მწვანეს, კიდევ უფრო კომფორტულს თუ ეს არის ის პროექტები, რომელიც თბილისს კიდევ უფრო მეტად დაამახინჯებს და თბილისელებისთვის გახდის უბრალოდ კიდევ უფრო გაუსაძლის? გაგვცეს კახი კალაძემ პასუხი, რომ ეს პროექტები კეთდება იმიტომ, რომ თბილისელებისთვის რაიმე კომფორტი იყოს, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ივანიშვილმა, ჩხარტიშვილმა იშოვოს დამატებითი მილიონები. კახა კალაძე არ შეგეშინდეს, არ დაიმალო, საზოგადოებაში არის მწვავე პროტესტი და არსებობს ძალიან ბევრი კითხვა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S