
2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა 7.1%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია
24/05/2019 12:48:40 სხვა, მსოფლიო, ეკონომიკა
2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა 7.1%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო ადმინისტრირების სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ეს მაჩვენებელი იძლევა იმედს, რომ თუ ჩვენ სწორი ნაბიჯებით მივაღწევთ ინდიკატორებს, ქვეყანაში ეკონომიკურ რევოლუციას მოვახდენთ”, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთის: 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიხარდა. აქედან ყველაზე მაღალი - 6%-იანი ზრდა მარტში დაფიქსირდა, იანვარში ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა, თებერვალში კი - 4.6%-ით.