Accentnews.ge
სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანია დაიწყო

სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანია დაიწყო

24/08/2023 14:52:08 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანია ბათუმიდან დაიწყო.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფო ჯაფარიძე ამ კამპანიის ფარგლებში მესამე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პირადად შეხვდება და მათ გზავნილებს „ვივამედში“ მიიტანს.

„ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით, ჩამოვედი რომ შევხდე ბათუმის მოქალაქეებს, მოვისმინო მათი პოზიცია თუ როგორ ხედავენ, რა პრობლემები აქვთ, როგორ ამ რთული გზის დასაწყისს, რადგან ძალიან მძიმე პროცესებში შევდივართ, ძალიან რთული პროცესები იწყება, რადგან ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უნდა დავიცვათ გარუსებისგან ჩვენი ქვეყანა. მე მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიის დაწყება ჯაფარიძემ 21 აგვისტოს დააანონსა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S