
მოსკოვში პენსიონერი დააკავეს ყვითელ-ლურჯი თაიგულით
25/08/2023 08:43:08 მსოფლიო
მოსკოვში ყვითელ–ლურჯ ფერებში გაწყობილი თაიგულის გამო პერსიონერი აქციის გამართვის წესის დარღვევაში დაადანაშაულეს,– იუწყება ტელეგრამ არხი "ფრთხილად, მოსკოვი".
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, 64 წლის ალექსანდრე მ. კრემლთან მივიდა. პენსიონერი ლურჯ მაისურში და ყვითელ შარვალში იყო გამოწყობილი, ხელში კი ასევე ყვითელ და ლურ ჯეფრებში გაწყობილი თაიგული ეკავა. ის პოლიციამ მყისიერად დააკავა.
პენსიონერი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მის წინააღმდეგ აქციებისა და პიკეტების ჩატარების წესის დარღვევის ფაქტზე ოქმი შედგა. მას 30 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო რუსების დევნა ტანსაცმლისა და ნივთების გამო „უკრაინის დროშის ფერებში“. 2022 წლის აპრილში მოსკოველი დააჯარიმეს 10 000 რუბლით ლურჯ–ყვითელი სპორტული ფეხსაცმლის გამო, რასაც "პოლიტიკური აგიტაციის საშუალება" უწოდეს.