
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
02/12/2019 15:54:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო,- ამის შესახებ ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც გავრცელებლი ცნობების საპასუხოდ გავრცელდა. ცნობების თანახმად, საპატრიარქოს რეალურად შუამდგომლობა არ გაუგზავნია.
"ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად",- ნათქვამია განცხადებაში.