Accentnews.ge
კელი დეგნანი: "დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ, ისინი, ვინც ცდილობენ, შეინარჩუნონ პოლარიზაცია, გვერდით უნდა გავწიოთ"

კელი დეგნანი: "დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ, ისინი, ვინც ცდილობენ, შეინარჩუნონ პოლარიზაცია, გვერდით უნდა გავწიოთ"

25/08/2023 10:50:59 პოლიტიკა

აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ ისინი, "ვინც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები და შეინარჩუნონ პოლარიზაცია, გვერდით უნდა გავწიოთ".

"მე დარწმუნებული ვარ, ქართველებისთვის ჭეშმარიტება ხელმისაწვდომია, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრილვარ ადამიანებს, ვინც ჩემზე კომენტარს აკეთებს და ამას ნამდვილად ვერ მივიღებ პირადულად, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ და არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციისა და ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S