Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი – არაფორმალურ მმართველობაზე: "ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზეც"

აშშ–ის ელჩი – არაფორმალურ მმართველობაზე: "ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზეც"

25/08/2023 11:19:22 პოლიტიკა

"ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზეც", – ასე უპასუხა საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტის კითხვას, "ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში არის არაფორმალური მმართველობა".

დიპლომატის თქმით, თითოეულ ქვეყანას ძალზედ კონკრეტული სპეციფიკური სიტუაცია აქვს, თუმცა ფუნდამენტურად გაუმართლებელი გავლენის მოხსნაზეა საუბარი.

"ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ. ეს უფრო ნორმალურია, ჩვეულებრივია, როდესაც არსებობენ ბიზნესმენები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები. ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზეც. ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცდილობთ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და იმედი გვაქვს, რომ წარმატებაც გვქონდა. ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გამორიცხავს გაუმართლებელ გავლენას, ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის წინაშეც მრავალი ქვეყანა დგას. ამერიკაშიც გვქონდა ჩვენ და ჩვენ გავუმკლავდით მას ანტიტრასტული კანონმდებლობის მიღებით. ყველა ქვეყანა თავის ფორმებს გამოიმუშავებს, ამიტომ რთული, სახიფათოც არის სხვა ქვეყნის კანონის გადმოკოპირება და მიღება საკუთარ კანონად. თითოეულ ქვეყანას ძალზედ კონკრეტული სპეციფიკური სიტუაცია აქვს. თუმცა ფუნდამენტურად გაუმართლებელი გავლენის მოხსნაზეა საუბარი – პოლიტიკაზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება ეკონომიკის სფეროში, რათა იყოს თანაბარი თამაშის ველი, იქნება ეს უცხოელი ინვესტორებისთვის თუ ქართველი ინვესტორებისთვის, რათა ყველამ იცოდეს, რომ შემოდის გამჭვირვალე, სამართლიან სისტემაში, რომელიც ყველას მიესადაგება თანაბრად.

ეს ითხოვს აგრეთვე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასაც, როდესაც იქნება ბიზნესებს შორის დავა, იქნება არჩევნების შემდეგ საჩივრები წარდგენილი თუ ნებისმიერი სხვა დავა, ადამიანები იქნებიან დარწმუნებული, რომ ეს მოგვარდება მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ფორმით. ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩვენც, ევროკავშირის წარმომადგენლებიც ასეთ დიდ აქცენტს ვაკეთებთ, რომ საქართველოში გატარდეს სასამართლო სისტემის რეფორმა. ვხედავთ, რომ მას ცენტრალური როლი აქვს. საქართველოს პროგრესი აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ეს ბუნებრივია. აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა საქართველოს სასამართლო სისტემა მეტად ეფექტიანი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე გახდეს და ამას განვაგრძობთ მომავალშიც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S