კელი დეგნანი: ერთადერთი წუხილი, რაც მაქვს, პოლარიზაციაა, რომელიც გრძელდება ქვეყანაში
25/08/2023 11:37:38 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, იგი წუხს, რომ ქვეყანაში კვლავ არის პოლარიზაცია.
„ერთადერთი წუხილი, რაც მაქვს, პოლარიზაციაა, რომელიც გრძელდება ქვეყანაში. როდესაც 2020 წლის იანვარში საქართველოში ჩამოვედი, უკვე კრიზისი მიმდინარეობდა, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, გავრილოვის მიერ სპიკერის სკამის დაკავებას მოჰყვა. ქვეყანა უკვე გაყოფილი იყო. სამწუხაროდ, მოჰყვა მოვლენები, რომლებიც გაღრმავდა და აღრმავებდა ამ პოლარიზაციას. ნამდვილად ვთანამშრომლობდი ევროკავშირისა და სხვა ელჩებთან ერთად, ვისაც საქართველოში სტაბილურობა, პროგრესი აღელვებს, რათა მოგვეძებნა გზები, რომელიც პოლარიზაციას შეამცირებდა. ჩემი აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, ადამიანებს ახსოვდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ყველა სხვა პარტიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს აირჩიეს, სთხოვეს ამერიკას და ევროკავშირს, რომ შეესრულებინათ ფასილიტატორის როლი გამოსავლის მოძებნაში. ეს ყველაფერი აპრილის შეთანხმებაში აისახა და ამა თუ იმ ფორმით თავად პარტიებმა აიღეს ვალდებულებები. ამერიკასა და ევროკავშირს არ შეუქმნია არც ეს დოკუმენტი და არც პირობები. ეს იყო მოლაპარაკების საგანი, საქართველოში პოლიტიკოსების მოლაპარაკების შედეგი. 2019 წლის შემდეგ 150-მა წევრმა ხელი მოაწერა და დაეთანხმა იმ იდეას, რომ კონსტრუქციულად ითანამშრომლებდნენ პარლამენტში, ხელს შეუწყობდნენ რეფორმებს და საქართველოს მეტ სარგებელს მოუტანდნენ. აშშ და ევროკავშირი წახალისებას აკეთებდა. შეიძლება, ტექნიკური ექსპერტების მონაწილეობასაც უზრუნველყოფდა, მაგალითად, ისეთების, როგორიც არის ელექტრონული არჩევნები, რომ თავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოეძებნათ გამოსავალი. იმედი გვაქვს, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ამას განაგრძობენ პარლამენტში და ძალზედ სწრაფად მოხდება. ასე მუშაობს დემოკრატია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


