Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: პირდაპირ ფრენებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე პროგრესია

აშშ–ის ელჩი: პირდაპირ ფრენებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე პროგრესია

25/08/2023 12:05:37 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე პროგრესია.

„ორივე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ვმუშაობთ და პროგრესიც არის. პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით კოვიდამდე იყო საუბარი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დროს ავიაციის ინდუსტრია შეიცვალა და ყველაფრის სულ თავიდან დაწყება მოგვიწია, რომ მოგვეძებნა ისეთი კომპანია, რომელიც რეგულარული ფრენებით იქნებოდა დაინტერესებული. ამ საკითხზე კვლავ ისევ ვმუშაობთ.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენი ადმინისტრაციის ფარგლებში ამ საკითხზე ვმუშაობთ და საუბრებში ამ თემის მნიშვნელობაზე ხაზგასმას განვაგრძობთ. როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაქვს, ეს საქართველოსთვისაც კარგია, ბაზარს სრულად გიხსნის. ამდენად მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო ხელშეკრულება შეიქმნას. აშშ-ის საელჩო აქტიურად უწყობს ხელს ქართული და ამერიკული კომპანიების ერთმანეთთან კავშირს", – განაცხად ელჩმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისთვის ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S