Accentnews.ge
რუსეთში ჟურნალისტებს "უცხოელ აგენტებად" დაარეგისტრირებენ

რუსეთში ჟურნალისტებს "უცხოელ აგენტებად" დაარეგისტრირებენ

03/12/2019 04:40:29 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ბლოგერები და სოციალური მედიის მომხმარებლები "უცხოელ აგენტებად" დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი კანონი შეიძლება, შეეხოს ყველას, ვინც მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალის შინაარსს ავრცელებს და დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები კანონს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, განსხვავებული აზრის გამოხატვასა და გავრცელებას ხელი შეუშალოს. კანონპროექტის ავტორები კი აცხადებენ, რომ ცვლილება „სრულყოფილს“ ხდის ქვეყნის კანონმდებლობას უცხოელი აგენტების შესახებ.

კანონი ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S