
ტრამპის წინაასარჩევნო შტაბმა Bloomberg-ის ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა
03/12/2019 05:45:36 სხვა, მსოფლიო
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიამ სააგენტო Bloomberg-ის ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა. როგორც Axios წერს, ამის შესახებ შტაბის ხელმძღვანელმა ბრედ პარსკალემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამის მიზეზი წინასაარჩევნო მარათონში Bloomberg-ის მფლობელის მაიკლ ბლუმბერგის ჩართვა და სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც ის ბლუმბერგის და დემოკრატიული პარტიის სხვა პრეტენდენტების წინააღმდეგ ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებს.
24 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო და ის მონაწილეობას მიიღებს დემოკრატების პრაიმერიზში.
ამერიკის პრეზიდენტობის რა შანსები აქვს მაიკლ ბლუმბერგს, რომელიც ტრამპზე 20-ჯერ მდიდარია, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.