
ესპანეთსა და იტალიაში წყალდიდობას ებრძვიან
28/08/2023 08:05:51 მსოფლიო
ესპანეთსა და იტალიაში ძლიერმა ქარმა და წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.
ბალეარის კუნძულებზე, კატალონიასა და ვალენსიაში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა, ქალაქ ბარსელონაში კი რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა.
ძლიერმა ქარმა მოთხარა ხეები, დააზიანა სახლები და საგზაო ინფრასტრუქტურა.
ქარიშხალი და კოკისპირული წვიმა მოვიდა ჩრდილოეთ იტალიაშიც. ლომბარდიაში ძლიერმა ქარიშხალმა ხეები ამოძირკვა და შენობების სახურავები დააზიანა.
ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს ლიგურიასაც.
მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე არც ერთ ქვეყანა არ იუწყება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ესპანეთსა და იტალიაში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.