Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა წელს სტრატეგიული წვრთნები  „დასავლეთი-2023“ გააუქმა

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა წელს სტრატეგიული წვრთნები „დასავლეთი-2023“ გააუქმა

28/08/2023 09:28:19 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა წელს სტრატეგიული წვრთნები „დასავლეთი-2023“ ( «Запад — 2023») გააუქმა.

ბრიტანული დაზვერვა ერთ-ერთ მიზეზად ჯარების და ტექნიკის სიმცირეს ასახელებს, რომელიც უკრაინაში ომითაა გამოწვეული.

რუსეთში ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიული სწავლებების როტაციის რამდენიმეწლიანი ციკლი 2010 წლიდან მოქმედებს. 2021 წლის სექტემბერში რუსეთის დასავლეთში ჩატარდა საბჭოთა პერიოდის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული სწავლება. როტაციის წესის მიუხედავად, მომდევნო, 2023 წლის წვრთნებიც დასავლეთში უნდა გამართულიყო, რადგან რუსეთმა პრიორიტეტად "ნატო–სგან მომდინარე საფრთხე" გამოხცადა.

როგორც ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, "უკრაინაში რუსი სამხედროების არაეფექტიანობამ აჩვენა, რომ სტრატეგიულ წვრთნებს სამხედროების მომზადების თვალსაზრისით ნაკლები შედეგი ჰქონდა და უფრო საჩვენებელი ხასიათის იყო, ამიტომ, როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ მორიგი ასეთი სწავლება ქვეყნის შიგნით კრიტიკას გამოიწვევს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S