შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თარიღი დაასახელა: "წინსვლის დროა"
28/08/2023 13:18:32 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენმა შარლ მიშელმა სლოვენიაში ბლედის სტატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრისას კონკრეტული თაღირი დაასახელა და განაცხადა, რომ ევროკავშირიც და მომავალი წევრი სახელწიფოებიც 2030 წლისთვის უნდა მოემზადონ. გაფართოებაზე საუბრისას მიშელმა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა.
„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც. მჯერა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - ორივე მხრიდან - 2030 წლის გაფართოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ჩვენს საერთო მიზნებს, ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი. ეს რეფორმებს იმპულსს შესძენს“,- განაცხადა შარლ მიშელმა.
მანვე აღნიშნა, რომ გაძლირებისა და დაცულობისთვის ევროკავშირს სჭირდება გაფართოება:
„იმისათვის, რომ გახდეს უფრო ძლიერი და დაცული, ევროკავშირს სჭირდება კავშირების გაძლიერება და ძლევამოსიდან ქცევა, ამიტომაც დადგა დრო დავკავდეთ გაფართოების გამოწვევით. ჩვენთვის ევროკავშირისთვის და ჩვენი მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის. დიახ, მჯერა ასე უნდა ვუწოდოთ ქვეყნებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ევროპული პერსპექტივა. დადგა დრო, როცა თავი უნდა დავაღწიოთ გაურკვევლობას, დროა, გამოწვევებს ნათლად და გულწრფელად გავუმკლავდეთ. დასავლეთ ბალკანეთის გზა ევროკავშირისკენ 20 წლის წინ დაიწყო. 2003 წლის სალონიკის სამიტმა დაამტკიცა ევროპული პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთისთვის. მაგრამ ევროკავშრისკენ სვლის ნელმა ტემპმა ბევრს იმედი გაუცრუა რეგიონშიც და ევროკავშირშიც“.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


