საქართველოს პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს იწყებს, ხვალ იგი გერმანელ კოლეგას შეხვდება
30/08/2023 07:21:27 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდნტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, ზურაბიშვილი პირველ შეხვედრას ხვალ გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს.
ტურნეს მიზნად საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა სახელდება.
"31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად", – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


