Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე – ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტებზე: კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან მას მთავრობის თანხმობა არ აქვს

მამუკა მდინარაძე – ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტებზე: კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან მას მთავრობის თანხმობა არ აქვს

30/08/2023 11:43:39 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში შეხვედრებს ისე მართავს, რომ მას მთავრობის თანხმობა არ აქვს.

მისი თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს.

"სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო სტატუსს იმსახურებს, მითუმეტეს, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება. როდესაც საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამბობს, რომ არა არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის საქართველოს მთავრობის დაუთანხმებლობა დაკავშირებული", - განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებში წასასვლელად მთავრობის დასტური სჭირდება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას უარი უთხრეს პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S