Accentnews.ge
ალიევმა ლაჩინის დერეფნის გახსნის პირობა დაასახელა

ალიევმა ლაჩინის დერეფნის გახსნის პირობა დაასახელა

30/08/2023 13:02:44 კავკასია

ბაქოს ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აღდამ-სტეფანაკერტის გზის გახსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი ლაჩინ-სტეფანაკერტის გზის გამოყენება აზერბაიჯანის საბაჟო და სასაზღვრო რეჟიმის წესების დაცვით.

პარიზს ხსენებული სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ალიევმა საფრანგეთის ლიდერს უთხრა, რომ რომ სომხურმა მხარემ უარი თქვა აღდამის გზის გავლით ტვირთის ტრანსპორტირებაზე, რომელსაც ითვალისწინებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით მიღწეული წინასწარი შეთანხმება. გარდა ამისა, ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მიიწვია ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები ბაქოში და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, მაგრამ სომხებმა ამაზეც უარი განაცხადეს.

მოგვიანებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ ჰაჯიევმა BBC-სთან განაცხადა, რომ აღდამის გავლით გზის გახსნისდან 24 საათში გაიხსნება ლაჩინის დერეფანიც.

”რაც მეტია გზა, მით უკეთესი ყველასთვის”, - თქვა მან და დასძინა, რომ ყარაბაღელ სომხებს სთავაზობენ იგივე ენობრივ, კულტურულ, რელიგიურ, მათ შორის მუნიციპალურ უფლებებს, როგორც აზერბაიჯანის დანარჩენ მოქალაქეებს.

აღდამის რაიონი აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომის დროს დაიკავა. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. დერეფანი აზერბაიჯანმა 2022 წლის დეკემბერში ჩაკეტა. სომხეთი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა. რეგიონში შიმშილით სიკვდილის შემთხვევაც დაფიქსირდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთიანი ყარაბაღისთვის განკუთვნილი ფრანგული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე კორნიძორშია. დღეს დილით ერევანში რესპუბლიკის მოედნიდან 10 სატვირთო მანქანა სიუნიქის რაიონის სოფელ კორნიძორის მიმართულებით დაიძრა. კოლონას თან ახლავს პარიზის მერი ანა იდალგო. კორნიზორში უკვე ჩავიდა საფრანგეთის დელეგაციაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S