Accentnews.ge
განათლების მინისტრი: საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემები 3-4 წელში თითქმის ყველგან მოგვარებული იქნება

განათლების მინისტრი: საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემები 3-4 წელში თითქმის ყველგან მოგვარებული იქნება

30/08/2023 14:28:12 პოლიტიკა

განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, საქართველოში საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემები 3-4 წელში თითქმის ყველგან მოგვარდება.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში მიმდინარეობს უპრეცედენტო მასშტაბის სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტები როგორც თბილისში, ისე, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში, რეგიონში, მაღალმთიან სოფლებში და ა.შ. მე დამხვდა ეს გამოწვევები, რომ რიგი მიმართულებით იყო ვადების ჩამორჩენა და ვერ ხდებოდა კონტრაქტორების მხრიდან მისი შესრულება და რიგ შემთხვევებში, გვაქვს მსგავსი ტიპის გამოწვევები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი, თავის მხრივ, გარკვეულ უხერხულობებს ქმნის, იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს და მთლიანად სკოლას უწევს სხვა ლოკაციაზე გადასვლა, ვინაიდან კარგად გვესმის, პარალელურ რეჟიმში ახლის მშენებლობა თუ არსებულის რეაბილიტაცია ფიზიკურად ვერ მოხერხდება. მინდა ყველას ვთხოვო, გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, ვინაიდან 3-4 წლის პერიოდში, საქართველოში სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის ყველგან მოგვარებული იქნება, ვგულისხმობ საჯარო სკოლებს", - განაცხადა ამილახვარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S