
ჩეჩნეთს „კარგი მმართველობისთვის“ მილიარდ რუბლზე მეტი გადაეცემა
03/12/2019 09:48:43 სხვა, მსოფლიო
ფედერალური ცენტრის ჩეჩნეთს „ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების მიერ სამიზნე მაჩვენებლების წარმატებული მიღწევის გამო 1,14მლრდ რუბლის ოდენობის გრანტს გამოუყოფს“, – ამის შესახებ რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
„რუსეთის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს ეროვნული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისების მიმართულებით. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ჩვენი რესპუბლიკა განვითარდეს, კეთილდღეობის დონე ამაღლდეს და ჩეჩნეთში ცხოვრება კომფორტული გახდეს“, – განაცხადა კადიროვმა.
ცნობისთვის: ჩეჩნეთს ცენტრის მიერ ეროვნული პროექტებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 2/3–ზე მეტი აქვს ათვისებული და ამ მხრივ რუსეთის მასშტაბით ლიდერობს.